ძირითადი ინფორმაცია გველების ეშვების შესახებ


ეშვების განივი ჭრილი
A - ჩვეულებრივი კბილი (Aglyphous)
B - უკანა ეშვი (Opisthoglyphous)
C - წინა უძრავი ეშვი (Proteroglyphous)
D - წინა მოძრავი ეშვი (Solenoglyphous)
გაარჩევენ კბილების ოთხ ძირითად ტიპს, სამ მათგანს, რომლებიც შხამს მიაწოდებენ, უწოდებენ ეშვებს. გველების ეშვები, სპეციალიზირებული, სახეცვლილი კბილებია და ყოველ მათგანს აქვთ ერთი და იგივე დანიშნულება - მსხვერპლში შხამის შეყვანა. ეშვებს იყენებენ როგორც თავდასხმისას, ასევე თავდაცვისთვისაც, თუმცა ზოგი ერთი გველი (მაგალითად კობრები) თავდაცვის დროს ხშირად ე.წ. „მშრალ ნაკბენს“ ტოვებს, რომლის დროს არ ხდება სხეულში ძვიფრასეული შხამის შეყვანა. თავად შხამი წარმოადგენს ევოლუციის პროცესში ნერწყვის მოდიფიცირებულ ცილებს, რომელთა წარმოშობა ხდება გველის თავში განლაგებულ შხამიან ჯირკვლებში.  ჯირკვლებიდან, მსხვერპლის სხეულში შხამის შეშვება სწორედ შხამიანი ეშვების მეშვეობით ხდება. ყველა მათგანი განლაგებულია ზედა ყბაზე და შემდეგ ძირითად ტიპებად იყოფა:

ხმაურიანი გველგესლა (Bitis arietans)
1. მოძრავი წინა ეშვი (Solenoglyphous) - ყველაზე რთული აგებულების და ამავე დროს ევოლუციურად ყველაზე პროგრესიული გრძელი ეშვია, წარმოიშვა ყველა თანამედროვე გველგესლასნაირის (Viperidae) წინაპარში, რომელიც 40 მილიონი წლის წინ ბინადრობდა აზიაში. ეშვის შუა ნაწილი ღრუა და დახურული, რის შედეგად წარმოქმნის შხამის სადინარ არხს. ასეთი ტიპის ეშვები დაკავშირებულია ზედა ყბის მოძრავ ძვალთან, რაც გველს საშუალებას აძლევს პირის დახურვისას ეშვები „დაკეცილ“ მდგომარეობაში მიოყვანოს, ხოლო თავდასხმისას კი ყბის პერპენდიკულარულად განალაგოს.
ეშვის დაკეცვა და გახსნა
აგებულებით, ისინი შეიძლება შპრიცის ნემსს შევადაროთ, შუაში ღრუ და ეშვის ბოლოსთან ახლოს, მის წინა ნაწილში პატარა ნახვრეტით. გველგესლები ეშვებს დაახლოებით 2 თვეში ერთხელ იცვლიან.


2. უძრავი ანუ ფიქსირებული წინა  ეშვები 
(Proteroglyphous), წინა მოძრავთან შედარებით უფრო მოკლეა და ზედა ყბასთან პირდაპირ არის შეერთებული, რის გამოც ვერ ხერხდება მისი მოყვანა დაკეცილ ან გახსნილ მდგომარეობაში. ზომისა და ფუნქციონალურობის
აღმოსავლური მწვანე მამბის (Dendroaspis angusticeps)
გარდა, მოძრავ და უძრავ ეშვებს შორის კიდევ ერთი თვალით შესამჩნევი სხვაობა არსებობს - ფიქსირებული ეშვის გარე ზედაპირი მთლიანად გლუვი არ არის, მას ნაკერი გააჩნია, რომელიც თანამედროვე ასპიტების (Elapidae) აფრიკაში ან აზიაში ბინადარ წინაპარში შხამის სადინარი არხის დახურვისას წარმოიქმნა დაახლოებით 25-40 მილიონი წლის წინ. უძრავი წინა ეშვების
მარცხნივ: არამფურთხავი კობრის ეშვი (Naja kaouthia)
მარჯვნივ: მფურთხავი კობრის ეშვი (Naja pallida)
მქონე გველებისთვის ტიპიურია მსხვერპლის კბილებით შეკავება, და არა დაგესვლა და შემდეგ დაგესლილი მსხვერპლის მოძებნა, როგორც ეს ხდება გველგესლებში. ზოგიერთმა მფურთხავმა კობრამ, ეშვის ბოლოს გაიჩინა უფრო პატარა და მრგვალი შხამის გამომყვანი ნახვრეტი, რაც ზრდის წნევას და შედეგად შესაძლებელი ხდება შხამის შესხურვა გარკვეულ მანძილზე.





3. უკანა ეშვები (Episthoglyphous), განლაგებულია პირის ღრუს უკანა ნაწილში.
ბუმსლანგი (Dispholidus typus)
ხსენებული ეშვების ორი ტიპისგან განსხვავებით, მას არ გააჩნია დახურული, ღრუ აგებულების შხამის სადინარი არხი - მის უკანა ნაწილში განლაგებულია ღია ტიპის არხი, რომლითაც ჩამოედინება შხამი. ამგვარი ეშვების უმეტესობა დაკავშირებულია არა ჩვეულებრივ ჯირკვალთან, არამედ დუვერნუას ჯირკვალთან, რომელიც ჩვეულებრივი შხამიანი ჯირკვლისგან განსხვავებით, ევოლუციურად უფრო პრიმიტიულია. შხამის შესაყვანად, ასეთი ეშვების პატრონს მსხვერპლის „დაღეჭვა“ უწევს. შხამიანი უკანა ეშვების ზომა და რაოდენობა
უკანა ეშვების ღია ტიპის
შხამის სადინარი არხი
განსხვავდება სახეობებს შორის, ან ზოგჯერ იგივე სახეობის სხვადასხვა ინდივიდებს შორისაც. მათი შხამი უმეტეს შემთხევაში ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც (მაგალითად ბუმსლანგი). დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მილისებრი წინა ეშვები წარმოიშვა სწორედ უკანა ეშვებისგან, მათი შხამიანი არხის კელდების შეერთების შედეგად. ამ თეორიამ დადასტურება ჰპოვა ამ ორი ტიპის შხამიანი აპარატის მქონე გველების ემბრიონალური განვითარების შესწავლა-შედარების დროს - როგორც წინა, ასევე უკანა შხამიანი ეშვების მქონე გველების ემბრიონალური განვითარების ადრეულ სტადიაზე, ეშვების ჩასახვა პირის ღრუს უკანა ნაწილში ხდება, ხოლო ემბრიონის ზრდასთან ერთად მათი განლაგება და აგებულება იცვლება. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ კაინოზოის ერაში წარმოშობილ პირველ უმაღლეს (Caenophidia) გველს უკანა შხამიანი ეშვები ჰქონდა და ის ყველა თანამედროვე წინა-და-უკანა შხამიანეშვებიანი გველის საერთო წინაპარს წარმოადგენს.

სამეფო პითონის (Python regius)
4. კბილების მეოთხე ტიპი (Aglyphous), არ არის ეშვი, მას არ გადააქვს შხამი. ეს ჩვეულებრივი კბილია და გამოიყენება მსხვერპლის დასაკავებლად და ყლაპვის გასაიოლებლად. ყველა გველს აქვს ჩვეულებრივი კბილები, ზედა ყბაზე ხშირად ორ, ქვედაზე კი ერთ რიგად განლაგებული. ბევრი თანამედროვე უმაღლესი არაშხამიანი გველი, სავარაუდოდ წარმოიშვა შხამიანი ეშვების მქონე წინაპრისგან. ზოგიერთ მათგანს აქვს ატროფირებული დუვერნუას ჯირკვალი, რომელიც აღარ გამოიმუშავებს შხამს. ასეთი გველები ახრჩობენ თავის მსხვერპლს, ისევე, როგორც უფრო პრიმიტიული გველები - მახრჩობელები და პითონები, რომლებიც არ წარმოშობილან შხამიანი წინაპრებისგან. 


წყარო: http://snakesarelong.blogspot.com/2013/09/basics-of-snake-fangs.html

Comments